logo
ENG



ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 40-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელა

19 მარ 202209:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/19/gnsp6k2gd70bu7t.jpg

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 40-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 40-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელა. 

გენერალური შტაბი მიუთითებს, რომ მტერი ცდილობს, სახმელეთო ბრძოლებში მიღებული დანაკარგი ავიაიერიშებით აანაზღაუროს. 

"იყენებენ მაღალი სიზუსტის ბომბდამშენებს და სხვა საბრძოლო მასალებს". - აცხადებს უწყება. 

უკრაინის გენერალური შტაბი ასევე აცხადებს, რომ დაკარგეს წვდომა აზოვის ზღვაზე. 

რამდენიმე დღეა, ქალაქი მარიუპოლი რუსი თავდამსხმელების მიერ სრულ ბლოკადაშია. 

გენშტაბის განცხადებით, რუსი სამხედროები ასევე ცდილობენ ფეხის მოკიდებას მდინარე ირპენზე,  რომელიც ქალაქ ირპენსა და კიევს შორის მიედინება. 

გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება არ შეცვლილა.

უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 2 რუსული თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, 4 საკრუიზო რაკეტა და ასევე მოკლეს ერთ-ერთი რუსული არმიის მეთაური.


close დახურვა